სასწრაფო დახმარების მანქანა ბათუმში

ბათუმში ბებია და შვილიშვილი სამარშრუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ

490
(განახლებულია 19:13 11.07.2019)
ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ბათუმში მიკროავტობუსიდან ქალი და ერთი წლის ბავშვი გადმოცვივდნენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა  ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით,  შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ის  ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი და ბავშვი მიმავალი მიკროავტობუსიდან შემთხვევით გადმოცვივდნენ.  სამარშრუტო ტაქსის კარი ღია იყო,  მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა, ქალმა კი თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად მანქანიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

490
თემები:
შემთხვევები საქართველოში (472)