საქართველოს საზღვარზე სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

გამოწერა
თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე სტამბული-ბაქოს მარშრუტით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი".

პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე: დაიღუპა ტრაილერის მძღოლი

შეჯახებისას დაზიანდა ავტობუსის საქარე მინა. გამომდინარე იქიდან, რომ ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახება მას შემდეგ მოხდა, რაც მგზავრებმა საბაჟო პროცედურების გავლის მიზნით დატოვეს ავტობუსის სალონი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევამ თურქეთიდან ბაქოში მიმავალი ავტობუსის მრავალსაათიანი შეფერხება გამოიწვია. 50-მდე მგზავრს ნეიტრალურ ზონაში მოცდა ექს საათზე მეტხანს მოუწია.

წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ ავტობუსმა ბაქოსკენ გზა გააგრძელა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქართული პოლიცია იძიებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0