საპატრულო პოლიცია

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში სახლის სადარბაზოში ხელყუმბარა შეაგდო

480
ჩადენილი დანაშაულისთვის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილის „სამხედრო დასახლებაში" საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ხელყუმბარა შეაგდო, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი ოთხშაბათს დილით მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს მონაცემებით, ბრალდებულს დაშავებულებთან ჩხუბი მოუვიდა, შემდეგ კი მან სადარბაზოში, ზედა სართულიდან „რგდ"-ს სისტემის ხელყუმბარა ჩამოაგდო.

გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათ სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ამჟამად ისინი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებენ.

 

 

480
თემები:
კრიმინალი საქართველოში (531)