ხანძარი ტყეში

ხანძარი კახეთში: ცეცხლმა ვენახები გაანადგურა

806
(განახლებულია 19:54 10.07.2019)
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანძარი ვენახებში დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე გავრცელდა, შედეგად დაიწვა ხმელი ბალახი და ვაზი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

806
თემები:
შემთხვევები საქართველოში (934)