თბილისში უცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეაგდო – არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გარეუბანში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ექიმმა ისაუბრა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ვარკეთილის „სამხედრო დასახლებაში" უცნობმა პირმა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ხელყუმბარა შეაგდო. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სროლა ზუგდიდში: დაჭრილია 28 წლის მამაკაცი

„დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. ჩვენ კლინიკაში პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; კონკრეტულად, დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონარულ განყოფილებაში", – განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა მანანა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა". შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია და ამჟამად მისი დაკავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0