სასწრაფო დახმარება

ბორჯომში 72 წლის ქალს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

72
(განახლებულია 19:04 09.07.2019)
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ბორჯომის ცენტრში 72 წლის ქალს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ბორჯომის ტელეკომპანია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, მას ოპერაცია უტარდება.

„პაციენტი საღ გონებაზე და ადეკვატურია. სასიცოცხლო პარამეტრები მეტ-ნაკლებად ნორმის ფარგლებშია. დაზიანება აქვს მარცხენა ქვედა კიდურზე. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მიმღებში გაეწია, ამჟამად შეყვანილია საოპერაციო ბლოკში", – განაცხადა ექიმმა მიხეილ გოგიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილებსა და თაფლს ყიდდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

 

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1976)
ტაქსი

კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა

39
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ტაქსის კოვიდინფიცირებული მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე  მოქალაქე პოლიციამ იმ დროს დააჯარიმა, როდესაც ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 54 და 60 წლის მამაკაცები კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

„ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით  დაჯარიმდნენ, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევას გულისხმობს და ფიზიკური პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

39
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1976)
მოსამართლის ჩაქუჩი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეეფარდა

26
(განახლებულია 20:25 04.12.2020)
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ვაშაყმაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის შესახებ ბრალდებას არ ეთანხმება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრს ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრლდებული, ფოთის საქალაქო სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ონლაინ–რეჟიმში გაიმართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორეპონდენტი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, 36 წლის ვაშაყმაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა. კერძოდ, ვაშაყმაძე საზოგადოებას მოუწოდებდა ერთი პოლიციელის დაჭერას და სამაგალითოდ დასჯას. მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის წევრმა ვიდეო წაშალა და ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ბრალდების ვერსიით, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის თანამშრომლები ვაშაყმაძეს ქალაქ ფოთში შეხვდნენ, რათა ის მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში გამოეძახებინათ. ამ დროს ვაშაყმაძე პოლიციელებს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაშაყმაძე პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ პოლიციელზე თავდასხმის შესახებ ბრალდებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს.

დაცვის მხარე სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო, გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას საქმის გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ..." – ოპოზიციონერი სკანდალის ობიექტი გახდა>>

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა ლატარია

26
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1976)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

0
საქართველოში დღეს შექმნილი რთული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაშია

 

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღმავალი ფაზაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არაა.

„ჩვენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ანალიზს ვაკეთებთ და  ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აქტიურ ფაზაში – ჩვენ საკმაოდ მაღალი გავრცელება გვაქვს. ლეტალობის მაჩვენებელი კი 0.9%–ია.  ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას, თუმცა ამის ანალიზი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან კეთდება“, – განაცხადა ტიკარაძემ. 

საქართველო ყოველდღიურად წარვადგენს  როგორც ინფიცირების კოეფიციენტს, ისე ლეტალობის მაჩვენებელს და საქართველო ამ მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება, დასძინა ტიკარაძემ.

ბოლო დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსს 38 პაციენტი ემსხვერპლა – პანდემიის დაწყებიდან ჯამში 1.425 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღ მძვინვარებს. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 152 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 126 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 1,4 ათასი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში