სასწრაფო დახმარება

გორში ორ წლამდე გოგონამ თაგვის წამალი შეჭამა

322
ექიმების განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვი დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ბებია ასეირნებდა, რა დროსაც მცირეწლოვანმა მცირე რაოდენობით ძირს დაყრილი თაგვის წამალი შეჭამა.

322
თემები:
შემთხვევები საქართველოში (948)