საპროტესტო აქცია რუსთაველზე

შიმშილობის აქცია ივანიშვილის სახლთან: კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

89
(განახლებულია 18:41 06.07.2019)
ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქციის კიდევ ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, იუწყება ტელეკომპანია პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მარად შავაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე). იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდება სათანადო გამოკვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

შეკვეთილში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მეთორმეტე დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ამის პარალელურად, იმართება აქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

გუშინ შეკვეთილში შეუძლოდ გახდა მოშიმშილე ხათუნა ბერიძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს >>

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, პოლიციამ დააკავა 300-ზე მეტი მომიტინგე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

89
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
მეხანძრე

ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

23
(განახლებულია 13:04 09.07.2020)
მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ ხაიშთან... ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ცეცხლის კერებს აქრობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

მანამდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

სოფელ ხაიშთან სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. რთულ რელიეფზე სამუშაო პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

23
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ხელბორკილები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

37
(განახლებულია 12:32 09.07.2020)
ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაკავებულს, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია, 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მცხეთა–მთიანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი ორმაგი მკვლელობის ბრაკლდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

დაკავებულს 16–დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრება.

30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის 7 ივლისს ადრე არაერთგზის ნასამართლევმა 28 წლის ახალგაზრდამ მუხრანში, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა მამა და ბაბუა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი მომდევნო დღეს, საღამოს დააკავეს.

37
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გიორგი გახარია

რომელი ქვეყნების აეროპორტებს ამოიღებენ NOTAM-ის სიიდან: გახარია სამომავლო გეგმებზე

0
(განახლებულია 13:15 09.07.2020)
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთათვისაც საქართველო საზღვრებს ეტაპობრივად გახსნის, ყოველ ორ კვირაში გადაიხედება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოს ჩართვა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, ერთი მხრივ შრომის, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, საქართველო იქნება ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც ადრე და ყოველთვის პირველ ადგილზე მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და ასევე ეკონომიკის შემდგომ აღორძინებას დააყენებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს აგრძელებს, რომლის შედეგიც ხუთი პარტნიორი-ქვეყნისთვის საქართველოს საზღვრების გახსნაა.

„ეს უზარმაზარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორი-ქვეყნების წინაშე. ამიტომ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ხუთ პარტნიორ-ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, როგორც მათ და საქართველოს საზღვრები იქნება ღია - ეს ეხება პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ინსტრუქციების შესაბამისად ევროპულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი რეისები.

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება ის, რომ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის (NOtice To AirMen) გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე", - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოგზაურობისთვის თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

„ვიდრე ეს მოხდება და ეს მოხდება მომავალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოური ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად სოციალურ პროექტს წარმოადგენს. ეს ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იქნება მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ორ კვირაში ერთხელ მოქალაქეების მოგზაურობის პირობები და უსაფრთხო ქვეყნების სია გადაიხედება, რადგანაც ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს პანდემიის გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ საზღვრებს ეტაპობრივად ხსნიან ევროპის ქვეყნებიც.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში