პოლიციის ლენტი

კახეთში ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა - მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

207
(განახლებულია 13:07 30.06.2019)
ტრაგედია კახეთში სოფელ შიბლიანთან - ორი ავტომანქანის შეჯახებისას ერთი აალდა და მსხვერპლი გამოიწვია

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი მამაკაცი კი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ასევე დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი.

ოთხი დაშავებული, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

207
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1430)
ქუჩის ძაღლები

ერთ დღეში 15 შემთხვევა: ახალციხეში ძაღლებმა ბავშვები დაკბინეს

76
(განახლებულია 18:21 27.05.2020)
ყველა არასრულწლოვანს ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ამჟამად ისინი კლინიკიდან გაწერილი არიან და სახლებში იმყოფებიან.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ახალციხეში ერთ დღეში ბავშვებზე ძაღლების თავდასხმის 15 ფაქტი დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მოზარდები ქუჩის ძაღლებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაკბინეს. ყველა დაზარალებული არასრულწლოვანია, მათ შორის ერთი – ორი წლის.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველას ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ამჟამად ისინი კლინიკიდან გაწერილი არიან და სახლებში იმყოფებიან.

ერთი ძაღლი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს, დანარჩენები კი კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩებში.

76
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1430)
ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო აქცია

წლის დასაწყისიდან ოთხ თვეში საქართველოში 3,4 ათასი შემაკავებელი ორდერი გაიცა

51
(განახლებულია 16:39 27.05.2020)
ნინო ცაციაშვილი ოჯახური ძალადობის სტატისტიკის ზრდას იმით ხსნის, რომ მსხვერპლი აღარ დუმს და დახმარებისთვის უფრო ხშირად მიმართავს პოლიციას.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 3 400 შემაკავებელი ორდერი გაიცა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, შემაკავებელი ორდერი ძალზე მოქნილი და ეფექტური მექანიზმია სახელმწიფოს ხელში, რომელიც მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.

ცაციაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახური და ყოფითი ძალადობის სტატისტიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ იზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა სახელმწიფოს დახმარების შესახებ ასეთ შემთხვევებში.

„როგორც შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა, ასევე ოჯახური დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. აქ პოზიტიური ელემენტებიც შეიძლება დავინახოთ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, წლიდან წლამდე გარკვეული სტერეოტიპები, რაც აქვს საზოგადოებას, იმსხვრევა, ცნობიერება იმატებს“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ სხვა რეალობაში ჩააყენა არა მხოლოდ შსს, არამედ სხვა უწყებებიც. ცაციაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობის შენარჩუნება.

ოჯახში მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ>>

„ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ეს მომართვიანობა შენარჩუნებულიყო, კერძოდ, შეტყობინებები დავუგზავნეთ მოსახლეობას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, სადაც ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ, რას ნიშნავს ძალადობა და როგორ უნდა მოგვმართონ. ამან ციფრებში გამოხატული შედეგი მოგვცა, მათ შორის „112“-ის ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით. აპრილის მეორე ნახევარში დაფიქსირდა 11 შემთხვევა ჩუმი განგაშის გამოყენების“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის პრევენციის კუთხით მკაცრი პოლიტიკის გატარებას.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს „ცხელი ხაზი“ 116006, სადაც შესაძლებელია უფასოდ ანონიმური ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება რვა ენაზე. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „ცხელი ხაზი“ – 112.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. მალე ამ ჩამონათვალს დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისი.

51
თემები:
კრიმინალი საქართველოში
აეროპორტი

ივნისში ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

0
(განახლებულია 18:01 27.05.2020)
ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდება.

 

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways–ი მიმდინარე წლის ივნისში ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაგადამზიდავი კომპანიისთვის შესაბამისი ნებართვა 25 მაისს გასცა.

ჩარტერული რეისები თბილისი–ამსტერდამი შესრულდება 8,15 და 27 ივნისს. გაფრენის დრო 10:00 საათი, მოფრენის დრო 20:30 საათი. 

რაც შეეხება თბილისი–თელ–ავივის რეისებს, ისინი 4,11,21 და 25 ივნისს შესრულდება.  ამ დღეებში, გარდა 25 ივნისისა, თვითმფრინავი თბილისიდან 09:25 საათზე გაფრინდება და თბილისის აეროპორტში 16:10 საათზე დაეშვება.

25 ივნისს გაფრენის დროა 09:10 საათი, მოფრენის დრო – 15:15 საათი.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველომ ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა, Georgian Airways იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც მთავრობის დავალებით თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ევროპის ქვეყნებში სპეცრეისებს ახორციელებდა.

საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა.  კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

როგორც  Georgian Airways–ში აცხადებენ, კომპანია  1 ივლისიდან 16 ტრადიციული მიმართულებიდან უმეტეს რეგულარულ რეისებს განაახლებს.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა