აქციაზე პარლამენტის წინ ერთ–ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქციების მეექვსე დღე
აქციების მეექვსე დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების განცხადებით, თუ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მას საავადმყოფოში გადაიყვანენ

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საპროტესტო აქციაზე საქართველოს პარლამენტთან ერთ–ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა. მას დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

საპროტესტო აქციები მეექვსე დღეა, რაც იმართება. რამდენიმე პროტესტანტმა, უკვე მესამე დღეა, შიმშილობა დაიწყო, ერთი მათგანი დღეს ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით, თუ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მას საავადმყოფოში გადაიყვანენ.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

აქციის მონაწილეები ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მანამდე შესრულდა პროტესტანტების მოთხოვნები: გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0