ციხის ცხაური

ზუგდიდის ყოფილი მერი პატიმრობაშია

61
ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს 2 წლით პატიმრობა და 4 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და მის მოადგილე გია გულორდავას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ყოფილი ჩინოსნები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დამნაშავედ ცნეს.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 21,5 ათასი აშშ დოლარი. სანაცვლოდ ჩინოვნიკებს იჯარით გასაცემ აუქციონზე უნდა გაეტანათ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები.

გოგია ზუგდიდის რაიონის მერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, 12 სექტემბერს მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

მეორე დღეს მედიაში გავრცელდა გოგიას და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას საუბრის სკანდალური აუდიოჩანაწერი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩინოვნიკებს ქრთამი სწორედ კვირკვიამ მისცა.

61
თემები:
კრიმინალი საქართველოში (315)