ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა საავადმყოფოში კორეელი ტურისტი მოინახულა

© Sputnik / STRINGERკლინიკის კორიდორი
კლინიკის კორიდორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიდან ერთ-ერთ ტურისტს, რომელიც უბედურ შემთხვევას გადაურჩა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

თბილისი, 25 ივნისი  – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საავადმყოფოში კორეელი ტურისტი მოინახულა, რომელიც გუშინ თბილისში სტიქიის დროს დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
მეტეხის ხიდთან დაშავებული ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გუშინ თბილისს ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაატყდა თავს. სამმა კორეელმა ტურისტმა მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციას შეაფარა თავი, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად ჩამოიშალა, რის გამოც ტურისტები სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ერთი ტურისტი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოხარულები ვართ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მრავალგზის დაზიანება და მოტეხილობა. ჩვენ ვესაუბრეთ მას და, ბუნებრივია, სამედიცინო გუნდთან ერთად მონიტორინგს გავუწევთ, რომ მთელი ეს პროცესი იყოს ძალიან სწრაფად წარმართული“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

ექიმების განცხადებით, მომავალში დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

ტურიზმის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც იყო ​აღნიშნული ტურის ორგანიზატორი და ასევე კორეის საელჩოსთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0