აჭარის უმაღლესი საბჭოს ექს-დეპუტატმა ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დაჭრა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა გახდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ალექსანდრე თევზაძის დაჭრის ფაქტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი კახა მიქელაძე დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა გახდა. თევზაძე ბათუმში აღნიშნული ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორი იყო.

ამ დროისთვის თევზაძე სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ორი პირი, მათ გამოძიება იარაღის გამოყენებით ჯგუფურად ხულიგნობას ედავება.

ყველა ახალი ამბავი
0