მოსამართლის ჩაქუჩი

საქართველოს პარლამენტთან აფეთქების მომზადებისთვის 70 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

144
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე ბრალდებული გიორგი წიქარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

 

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე გამოყენების მიზნით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

წიქარიძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა). გიორგი წიქარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, 70 წლის ბრალდებულს, ბოთლებში ბენზინი გამზადებული ჰქონდა მოპედში ჩასასხმელად, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გააჩუქა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებული 20 ივნისის აქციაზე იმყოფებოდა და 11:00 საათზე სახლში დაბრუნდა, მეორე დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა და ის დააკავეს.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 20 ივნისს ჰქონდათ გამომძიებლებს ოპერატიული ინფორმაცია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქციაზე გამოყენების შესახებ, ხოლო გიორგი წიქარიძე 21 ივნისს დააკავეს. მას არანაირი კავშირი არცერთ პარტიასთან არ აქვს. ის მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე და ბენზინი, რომელიც ბოთლებში ესხა, სწორედ აქედან ჰქონდა. ნახევრად სავსე ბოთლებიდან ბენზინს მოპედში ასხამდა ხოლმე, რომელსაც ავზის სახურავი გაფუჭებული ჰქონდა. ეს მოპედი სექტემბერში გააჩუქა“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს >>

თბილისში პარასკევს ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.

144
თემები:
კრიმინალი საქართველოში (510)