ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულის ბედს სასამართლო დღეს გადაწყვეტს

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქციის დაშლა
საპროტესტო აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საპროტესტო აქციაზე გამოყენების მიზნით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების საქმეზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ. მუხიანის ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია 12 ბოთლი „მოლოტოვის კოქტეილი“ და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები.

სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის  225-ე აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან,  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციის სამი ლიდერი - ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნიკა მელია. მათ შსს-ში დაკითხვაზე უარი თქვეს და მაგისტრი მოსამართლის პირობებში გამოიკითხებიან, თუმცა გამოკითხვის დრო ჯერ ცნობილი არ არის.

შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები >>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 28 პაციენტი რჩება. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 305 ადამიანი. დაკავებულთა თითქმის ნახევარი -121 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს, დანარჩენები გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0