მოსამართლის ჩაქუჩი

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ექიმ-ფსიქიატრს გირაო შეეფარდა

148
(განახლებულია 20:47 20.06.2019)
დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმ თამარ ალადაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს >>

დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ. სხდომას ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თამარ ალადაშვილი მიმდინარე წლის 18 ივნისს დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს ვალერი ირემაძემ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ირემაძემ სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოხდა. რუსთავის მერვე მიკრორაიონში 29 წლის ვალერი ირემაძემ საკუთარ 13 წლის ძმისშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ მამა სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

დაკავებული ექიმის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

148
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)
შსს–ს შენობა

შსს: ესებუას გადაადგილების გავრცელებული კადრები არასწორი და გაყალბებულია

16
უწყების პოზიციით, ტელევიზიების მიერ გავრცელებული არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.

დღეს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ვიდეო და ფოტო მასალა. მათი ინფორმაციით, ჩანაწერები სამართალდამცავი უწყებებიდან წყარომ მიაწოდათ და კადრებში ასახულია ბადრი ესებუას გაადაადგილება ზუგდიდის ტერიტორიაზე 27 ოქტომბერს.

უწყების ცნობით, ტელევიზიებმა საზოგადოებას არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია მიზნმიმართულად მიაწოდეს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამაც. მისი თქმით, ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს აცვია  ტელევიზიაში ნაჩვენებ კადრებში, სახლში არის დატოვებული და შესასამისად, ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები 27 ოქტომბრის ვერ იქნება.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუასა და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღო თუ არა.

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

16
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
საპატრულო პოლიცია

„პროგრესული საქართველოს” ერთ–ერთ წევრის მტკიცებით, მას უცნობმა პირმა ესროლა

11
(განახლებულია 14:04 29.10.2020)
პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, თუმცა, ტყვია ვერ იპოვა – პოლიტიკოსი ინციდენტს მისი პარტიის საქმიანობას უკავშირებს

 

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური  პარტია „პროგრესული საქართველოს” გენერალური მდივანი გიორგი კვაბზირიძე მის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოიკითხაზე იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

როგორც კვაბზირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას უცხო პირი დაემუქრა და დაშინების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოხდა, როდესაც იგი პარტიის ოფისიდან გამოვიდა და საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა. კვაბზირიძის თქმით, უცნობმა პირმა მას პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა.

 „აღნიშნულ ფაქტს იმ პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ, რასაც ჩვენი პარტია ეწევა. მე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას. ჩვენი პარტია ძალაა, რომელსაც ვერავინ დააშინებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ადვოკატი კახაბერ მუმლაძე მომხდარს მისი კლიენტის  პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობად აფასებს.

„პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის მიმართ განხორციელდა მისი დაშინების მცდელობა, რაც მიუღებელია, მით უმეტეს, არსებულ მოცემულობაში. ეს იყო პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, თუმცა, ტყვია ვერ იპოვა.  

 

11
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ირაკლი დევაძე

მაღალი შენობების მიღმა გადარჩენილი ქალაქის სული და უჩვეულოდ პუნქტუალური ბათუმელი

0
(განახლებულია 14:15 29.10.2020)
გარდა იმისა, რომ  მეხუთე თაობის ბათუმელია, თავისი ბავშვობის ქალაქი გულწრფელად უყვარს, თანაც, მისი წინაპრები გმირი ბათუმელები არიან და ამიტომ თავს ვალდებულადაც თვლის, რომ მასზე იზრუნოს.

ირაკლი დევაძეზე მოგახსენებთ, რომელიც მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პროფესიით მუსიკათმცოდნე და ცხოვრების სტილით კი-მისი თაობის ერთ-ერთი კოლორიტული ადამიანია...

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

-ბატონო ირაკლი, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, საკუთარ თავზე რას იტყოდით, რომელი თვისების წყალობით ხართ ის, ვინც ხართ?

- საკუთარი თავის დახასიათებას იმით დავიწყებდი, რომ საოცრად პუნქტუალური ვარ, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან იშვიათი ამბავია. მე რომ ვიტყვი 9 საათი, ეს არის 9 საათი და არა 9 საათი და ათი წუთი.

ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს
ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს

- ალბათ გიჭირთ ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც პუნქტუალურობას მაინცდამაინც არ აფასებენ?

- გიდასტურებთ, ძალიან მიჭირს, იმიტომ, რომ ჩვენში ეს თვისება ცოტას თუ გააჩნია... ჩემი აზრით, ამ თვისებაზეა დამოკიდებული ყველა სხვა თვისებები: წესრიგი, საქმის სიყვარული და სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა. ამავე დროს, საშინლად მოუთმენელი ვარ, ყველაფრის უცებ გაკეთება მიყვარს. სანამ რაც ჩავიფიქრე, იმას არ გავაკეთებ, შანსი არ არის, რომ მოვეშვა... ვცდილობ, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად მოვიყვანო სისრულეში.

ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად
ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად

- ბოლოს რა გახსენდებათ ისეთი, როცა საკუთარი თავით და საქმის შედეგით კმაყოფილი დარჩით?

- ბათუმელ ბავშვებს ქალაქის გარეუბანში მოვუწყვეთ თანამედროვე მოდერნიზებული სკვერი, რომლის გაკეთებას არავინ ელოდა. ეს ჩემი ინიციატივით და მეგობრების დახმარებით შევძელი. ამ სკვერის სანახავად ბათუმის მერი იყო მისული და ძალიან მოეწონა, მადლობა მას ასეთი ყურადღებისთვის. გულწრფელად მიხარია, რომ იმ უბნის ბავშვები გავახარეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- როგორც ამ ქალაქის მოყვარულ ადამიანს გკითხავთ: როგორ უნდა შეინარჩუნოს ბათუმმა თავისი თვითმყოფადობა?

- როგორც ხდება ხოლმე, ახალმა დრომ ახალი ღირებულებები და მოთხოვნები მოიტანა, ამ მხრივ, არც ბათუმია გამოაკლისი. ქალაქის გარეგნული იერსახეც ახალი დროის გათვალიწინებით შეიცვალა. თუმცა ბათუმმა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულად იცვალა სახე, თავისი ავთენტურობა მაინც შეინარჩუნა. მისი სული ამ მაღალი შენობების მიღმა გადარჩა და უცვლელი დარჩა. მიხარია, რომ მერიაში ჩემს პოზიციაზე ყოფნის დროს, საშუალება მომეცა ყველაფერი განსხვავებულად, უფრო გემოვნებიანი თვალით დამენახა და წარმომეჩინა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საერთოდ ძველისა და ახლის სინთეზს ხელოვანი ადამიანი უფრო სხვა ხარისხში აღიქვამს. ელემენტარულს გეტყვით, როდესაც რაიმე შეხვედრებია, ხელოვან ადამიანს ბევრ ხალხში ადვილად გამოარჩევ, თუნდაც ჩაცმის თავისებური სტილით, მანერებით, საუბრით. ბავშვობაში, როდესაც ვინმე მუსიკალურ სკოლას ამთავრებდა, ან რაიმე სახელოვნებო ზოგად განათლებას იღებდა, ის ბავშვიც კი გამოირჩეოდა სხვებისგან. დღეს კი ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ყველაფერი, ცოტა არ იყოს, გააუბრალოვა... ამიტომ ვცდილობთ, პატარა ბათუმელებს ქალაქში ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ თანამედროვეც იყოს და სათანადო გემოვნებაც ჩამოუყალიბდეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- თქვენი აზრით, საიდან იწყება ქალაქის სიყვარული?

- ბათუმელობა, ბათუმის სიყვარული პირველ რიგში, იწყება იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობ. სახლის სადარბაზოდანაც ჩანს მასში მცხოვრები ადამიანების კულტურა და საკუთარი ქალაქისადმი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, თუკი სახლში ერთი ადამიანი  მაინც ცხოვრობს ღირსეული, ის არ დაუშვებს, რომ მისი სახლის სადარბაზო დაბუნძურებული იყოს, ან უცენზურო ფრაზებით გადაჭრელებული. ქალაქი არ უნდა დააბინძურო- ეს ხომ იგივე შენი ოჯახია და შენი სახლია?!.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში?

- საყვარელი ადგილი ბათუმში ცენტრალური პარკია, რომელთანაც მთელი ჩემი ბავშვობა, უბედნიერესი წლებია დაკავშირებული. სხვათა შორის, მე მეხუთე თაობის ბათუმელი ვარ.

- თქვენი ბაბუა ბათუმის კოლორიტი და გამორჩეული ადამიანი იყო...

- ერთ ამბავს მოგიყვებით: როცა დიდი მსახიობი, აკაკი ხორავა ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა, მაშინ ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეიქმნა. მან ბევრ ადამიანს შორის ოთხი ლამაზი ბიჭი შეარჩია: ხასან მეგრელიძე, მურად ხინიკაძე, იუსუფ კობალაძე ავთო მეგრელიძე, იუსუფ კობალაძე, მურად ხინიკაძე და ჩემი ბაბუა, ჯემალ დევაძე. ისინი ერთად შეკრიბა და მიიწვია სუფრაზე, სადაც თამადა რა თქმა უნდა თავად ხორავა იყო. იმ სუფრის ამბავს ბაბუა დიდხანს იხსენებდა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რა არის ის, რისი წყალობითაც ბათუმი თავის სახეს არ დაკარგავს?

- ზემოთ გავიხსენე ბაბუა, რომელიც თავის სამ ძმასთან ერთად სამამულო ომში დაიღუპა, ოთხივე გმირია... ის ფაქტი, რომ მე ასეთი გმირების შთამომავალი ვარ, დამატებით ვალდებულებაა საიმისოდ, რომ ამ ქალაქს მაქსიმალურად ბევრი რამ გავუკეთო. საერთოდ ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანების წყალობით შემორჩა ბათუმს ის სული, ტრადიციები და ხასიათი, რაც მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. ჩვენ კი  ეს ყველაფერი მომავალ თაობებს უნდა შემოვუნახოთ...

 

 

 

0