გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

© photo: Guram Palavandishvili / FBგურამ ფალავანდიშვილი
გურამ ფალავანდიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ხდება, რა გახდა გურამ ფალავანდიშვილის დაკავების მიზეზი

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 მის შვილზე დაყრდნობით.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ლგბტ ჯგუფის ძალების აქტივობას პოლიტიკური მიზნები გააჩნია

ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ მამამისი სახლიდან გამოსვლისას, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფალავანდიშვილი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პოლიცია უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, გურამ ფალავანდიშვილთან უწყების ჩასაბარებლად მივიდა, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ამ დროს დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0