შვიდი წლის ბავშვის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისა და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, რომელიც მეგობარ ქალთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, 2018 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ქალის არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ლაგოდეხში დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

გარდა აღნიშნული დანაშაულისა, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ქალსა და მის არასრულწლოვან შვილზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს.

„საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და „გოლდ-სტარის" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებასა და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0