საბავშო ბაღი

საბავშვო ბაღიდან ტელევიზორების მოპარვისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

75
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ხობის საბავშვო ბაღში მომხდარი ქურდობის ფაქტი რამდენიმე საათში გახსნა

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სამეგრელოში სამართალდამცველებმა ხობის საბავშვო ბაღიდან ტელევიზორების მოპარვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს–ს ცნობით, საბავშვო ბაღში მომხდარი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ.

გამოძიების ინფორმაციით , დაკავებულმა მამაკაცმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ორივე ნაქურდალი ტელევიზორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 177-ე მუხლით.

75
თემები:
კრიმინალი საქართველოში (582)