პატრული

გლდანში სუპერმარკეტი გაქურდეს

88
(განახლებულია 14:07 17.06.2019)
გლდანში ქურდობის სავარაუდო მონაწილემ მიმალვა ვერ მოასწრო.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სუპერმარკეტი გაქურდეს, დამნაშავე დაკავებულია, იუწყება „პირველი არხი“.

თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია ერთი პირი >>>

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში სავარაუდო დამნაშავის მონაწილეობით ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

88
თემები:
კრიმინალი საქართველოში (927)
პოლიციის ლენტი

აფეთქება გაზის სადგურზე: ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

44
(განახლებულია 12:21 06.06.2020)
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 39 წლის მამაკაცი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში  ტერიტორიის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა.

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება 2 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. მეორე დღეს  39 წლის ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. მას დენმა დაარტყა და  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. იგი ამ დრომდე  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო  შეერთებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით: ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

44
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სამართალდამცველები სოფელში

დედოფლისწყაროში გველებმა ორი ადამიანი დაკბინეს

95
(განახლებულია 10:53 06.06.2020)
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს. ქვეწარმავლებმა ბუდეების გაკეთება რომ ვერ შეძლონ, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლებმა ორი ადამიანი დაგესლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს გველმა ივრის ჭალაში მდებარე საქონლის ფერმაში უკბინა, ხოლო მეორე, 60 წლის მამაკაცი ქვეწარმავალმა სოფელ სამთაწყაროში იმ დროს დაგესლა, როდესაც ის ვენახში მუშაობდა.

დედოფლისწყაროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, იამზე ბაღაშვილის განცხადებით, ორივე მამაკაცს ქვეწარმავლის მიერ მკვეთრად გამოხატული ნაკბენი აღენიშნებოდა.

„საავადმყოფოში გველის ნაკბენით ორი ადამიანი შემოიყვანეს. ერთი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მცხოვრებია, რომელიც ფერმაში მუშაობდა. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, თუმცა მას შრატის გაკეთებაც არ დასჭირდა და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ, ბინაზე გაეწერა“, - განაცხადა ბაღაშვილმა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას მარჯვენა კიდურზე აღენიშნებოდა ნაკბენი.

„როგორც თავად პაციენტი აცხადებდა, მას გიურზამ უკბინა. სტაციონარში გაუკეთდა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი. პაციენტს აღენიშნებოდა ადგილობრივი და ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები და გადავიყვანეთ თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში“, – განაცხადა იამზე ბაღაშვილმა.

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გვ

95
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ტურისტები ლეღვთახევში

Airbaltic-მა საქართველო სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

0
(განახლებულია 13:35 06.06.2020)
ავიაკომპანია საქართველოს რეკომენდაციას უწევს როგორც ერთ-ერთ ყველა ზე უსაფრთხო ქვეყანას პანდემიის პირობებში მოგზაურობისთვის

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ავიაკომპანია Airbaltic-მა საქართველო იმ შვიდი ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებსაც რეკომენდაციას კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის უწევს.

ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - საქართველოში სასტუმროებს რეკომენდაციებს აძლევენ >>

Airbaltic-ის სტატიაში სახელწოდებით „ქვეყნები თქვენი უცხოური საზაფხულო მოგზაურობისთვის“ საქართველო დასახელებულია საბერძნეთთან, კვიპროსთან, ესპანეთთან, იტალიასთან, პორტუგალიასა და ხორვატიასთან.

„თბილისის ყოველდღიური ცხოვრება მთის ბობოქარ მდინარეს წააგავს. ამ ქვეყნის მონახულება ივლისიდან იქნება შესაძლებელი და მისი შეყვარება ძალიან ადვილია. ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ფრენის წინ, იპოვით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე. იქვე ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტურისტებისათვის, მოგზაურობის პირობების შესახებ“, - ნათქვამია სტატიაში.

Airbaltic-ი მოგზაურებს ურჩევს ასევე მცხეთის და კახეთის რეგიონის მონახულებას და ხაზს უსვამს ქართული კულინარიული და ღვინის ტურების უნიკალურობას.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისათვის უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების აღდგენის სურვილი გამოთქვა.

წინასწარი მონაცემებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი გახდება. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანა წარადგინოს როგორც უსაფრთხო ტერიტორია. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

0
თემები:
ტურიზმი საქართველოში