წერეთლის გამზირზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გადამოწმების მიზნით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე შეაჩერეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0