რა საერთო ჰქონდა Crystalbet-ის და Facebook-ის ანგარიშებს - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელი Facebook
სოციალური ქსელი  Facebook - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ჯამში 8 ათას ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 21 წლის მამაკაცი აჭარაში მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე - Sputnik საქართველო
ჭელიძე: „მეტრომანის“ ბარათებით 136 ათასი ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტი გახსნილია

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი Facebook-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხვინა.

ბრალდებული ჯამში 8 ათას ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები, რომელთა გამოყენებითაც ბრალდებული თანხის მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ თაღლითობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0