შსს: თბილისში აქციებზე 28 ადამიანი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliლგბტ-საზოგადოების აქცია
ლგბტ-საზოგადოების აქცია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია და კონტრაქცია მთავრობის შენობასთან პარასკევს საღამოს გაიმართა

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით აქციაზე, რომელიც სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პარასკევს საღამოს ლგბტ-საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ, რათა გამოეხატათ პროტესტი საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოუწოდა მთავრობა არ დაუშვას 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილი გეი-აღლუმის ჩატარება.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
არ დაუშვათ გეი-პრაიდი: საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს

მოგვიანებით შეიკრიბა კონტრაქცია, რომელშიც რიგითი მოქალაქეების გარდა სამღვდელოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

ორი აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

დაკავებული პირები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ. აქამდე შვიდი ადამიანი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე პოლიციის განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

ორი კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: არიან დაკავებულები - ვიდეო >>

სამინისტრო დეტალურად სწავლობს ფოტო- და ვიდეომასალებს, რომლებზეც აღბეჭდილია სამთავრობო ადმინისტრაციის შენობასთან მომხდარი ინციდენტები და უახლოეს დროს მასალებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

შსს ახსენებს მოქალაქეებს, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება ძალოვანი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი, ხაზგასმულის შსს-ს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0