ავტომანქანის ჩხრეკისას შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

CC0 / Pixabay / janmarcust / იარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლს მანქანით მთელი არსენალი დაჰქონდა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ავტომანქანით ორი პისტოლეტი, ავტომატი და 120-ზე მეტი ვაზნა გადაჰქონდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
უკანონო იარაღი: სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1974 წელს დაბადებული თ.კ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და „ჰეკლერ-კოხის“ სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0