უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikძლიერი ქარი
ძლიერი ქარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის გამო რამდენიმე სოფელი დაზარალდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. წუხელ, გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ზვარე.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის გზები, ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი. ერთ ოჯახს მოვარდნილმა წყალმა პირუტყვისა და ფრინველების სადგომი გაუნადგურა. ასევე ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარეს ხიდებთან.

ზვარეში გზების აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

ამას გარდა, გუშინ ძლიერი ქარი, თავსხმა წვიმა და სეტყვა აჭარასაც დაატყდა თავს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ძლიერი სეტყვა მოვიდა ქედას მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვაიო, მერისი, ოქტომბერი, კუჭულა, ზვარის თემის სოფლებში. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მანამდე უამინდობამ ხულოს რაიონი დააზარალა.

ზარალის დათვლას დღეს დაიწყებენ.

ყველა ახალი ამბავი
0