ლგბტ-ს მომხრე და მოწინააღმდეგეთა აქცია

დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობა: ქობულეთში ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

103
უწყების ცნობით, საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ქობულეთში დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ს განცხადებაზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

„აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოში 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.

103
თემები:
შემთხვევები საქართველოში (369)