სასწრაფო დახმარების მანქანა

სწრაფი კვების ჯიხურში მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ცულით მოკლეს

213
(განახლებულია 19:34 12.06.2019)
საზარელი შემთხვევა მოხდა ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე გამთენიისას.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე, სწრაფი კვების ჯიხურში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.

60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ცულით არის მოკლული. როგორც ვარაუდობენ, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, შელაპარაკება გამხდარიყო. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ოჯახს გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ამ დილით შეატყობინეს.

შსს-ში ტელეკომპანიას განუცხადეს, რომ პოლიციამ მკვლელობა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

213
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1508)
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი

ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგონა დაიღუპა

34
(განახლებულია 11:38 02.07.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი  ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. წყალტუბოში  17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა წყალტუბოში გუშინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტის შახტში ჩავარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

34
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1508)
პროკურატურის შენობა

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა

109
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. 24 წლის მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს  განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ქალს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ქალს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. მან ცეცხლის წაკიდების შედეგად მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი მიიღო.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, მამაკაცს ბრალი  სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

109
თემები:
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზალკალიანმა კანადელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

0
(განახლებულია 11:09 02.07.2020)
საგარეო საქმეთა მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართულ-კანადური ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდება და გამტკიცდება

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული - კანადის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება", - დაწერა ზალკალიანმა ოფიციალურ გვერდზე Twitter-ში.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ კანადა მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა