სეისმოგრაფი

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

197
(განახლებულია 18:01 12.06.2019)
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში ერთი წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 12:44 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კილომეტრში, სოფელ აწყურთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მეორე მიწისძვრა კი თბილისის დროით 12:45 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი კვლავ სოფელ აწყურთან ახლოს, ქალაქ ბორჯომიდან დასავლეთით 18 კილომეტრში მდებარეობდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

197
თემები:
შემთხვევები საქართველოში (363)