საპატრულო პოლიცია

ბელიაშვილზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

284
(განახლებულია 17:44 11.06.2019)
ბელიაშვილზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბელიაშვილის ქუჩაზე მოტოციკლის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა და 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

284
თემები:
შემთხვევები საქართველოში (610)