საპატრულო პოლიცია

სისხლიანი დაპირისპირება ხაშურში: რატომ დაჭრა ძმამ დის მეგობარი მამაკაცი

137
(განახლებულია 13:29 11.06.2019)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე დაკავებულია

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ხაშურში „ხაშურსერვისის" თანამშრომელი დიმიტრი ზავარიანი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ქართლი".

შემთხვევა ცხოველთა თავშესაფრის გვერდით არსებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც მამაკაცი მეგობარი ქალის ოჯახში სტუმრად მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დაუპირისპირდა ოჯახის სხვა წევრებსაც. კონფლიქტის დროს ზავარიანი ქალის ძმამ ცივი იარაღით დაჭრა.

„შემთხვევა საღამოს, არასამუშაო საათებში მოხდა. ვიცი, რომ ჩვენი თანამშრომელი დაჭრილია მუცლის ღრუში და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს,"- განაცხადა „ხაშურსერვისის" ხელმძღვანელმა ნუკრი ცხოვრებაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

137
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1803)
ავარია

ავარია ავტობანზე: არიან დაღუპულები და დაშავებულები

140
(განახლებულია 19:07 29.09.2020)
შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სოფელ შავშვებთან ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის“ მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

140
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1803)
საპატრულო პოლიცია

სექსუალური ძალადობა: იმერეთში 17 წლის გოგონაზე ოჯახის ახლობელმა იძალადა

83
(განახლებულია 18:13 29.09.2020)
მე-12 კლასის მოსწავლე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. ამ დროისათვის მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში ბრალს ოჯახის ახლობელს სდებენ. მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი უკვე გაიცა.

ამჟამად 17 წლის მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მე-12 კლასის მოსწავლე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. 

ამ დროისათვის დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1803)
თავდაცვის სამინისტროს განახლებული ავტოპარკი

თავდაცვის სამინისტროს ავტოპარკი FORD Ranger–ის 160 „პიკაპით“ შეივსო

0
(განახლებულია 18:16 29.09.2020)
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი ტექნიკის გადაცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპი“ შეისყიდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლება მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯარის პოპულარიზება ახალგაზრდებს შორის, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით შეიარაღების განახლება.

საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა>>

ახალი ტექნიკის გადაცემის ცერემონიას ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ–მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. ცერემონია ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე შედგა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ტექნიკა გააძლიერებს თავდაცვის ძალების პოტენციალს, გაზრდის მობილურობასა და ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების უფრო ეფექტურად შესრულებას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილების შეძენა მომგებიანია ეკნომიის თვალსაზრისითაც: მოძველებული ტექნიკის შენახვა და რემონტი თავდაცვის ძალებს წელიწადში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება.

ღარიბაშვილის ინიციატივით მოძველებული სპეცტექნიკა ეტაპობრივად ჩანაცვლდება სპეციალური დანიშნულების თანამედროვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც წარმოებულია ისეთი მსოფლიო გიგანტების მიერ, როგორიცაა გერმანული MAN, იტალიური IVECO და ამერიკული FORD.

სულ თავდაცვის სამინისტრო 500 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკის შეძენას გეგმავს.

0
თემები:
საქართველოს თავდაცვა