საპატრულო პოლიცია

ხულოს მერიასთან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს

38
(განახლებულია 17:12 11.06.2019)
დაბა ხულოში TBC Pay-ს ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხა წაიღეს – წაღებული თანხის რაოდენობა უცნობია.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დაბა ხულოში TBC Pay-ს ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხა წაიღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამართალდამცველებმა გატეხილი აპარატი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

წაღებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

TBC Pay-ს ჩარიცხვის აპარატი ხულოს მერიის შენობასთან ახლოს მდებარეობს.

38
თემები:
შემთხვევები საქართველოში (358)