შემზარავი სტატისტიკა: საქართველოში თითქმის ყოველდღე თვითმკვლელობა ხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუიციდის მიზეზები, ძირითადად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ან ფსიქიკური პრობლემებია

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. საქართველოში 2011 წლიდან 2018 წლამდე თავი მოიკლა 2905-მა ადამიანმა. ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.

„უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ სუიციდის შესახებ ბოლო 8 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები შსს-დან გამოითხოვა. მონაცემების თანახმად, სუიციდის ყველაზე მეტი - 469 შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა.

„სუიციდის სტატისტიკა შოკისმომგვრელია. სტატისტიკურად, ყოველდღიურად ერთი ადამიანი იკლავს თავს. თვითმკვლელობის შემთხვევები წელიწადში 365-ს აჭარბებს“, - აღნიშნა მჟავანაძემ.

სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია, ასევე - სამეგრელოსა და აჭარაში. თვითმკვლელების ასაკი, ძირითადად, 25-30 წელია.

„ბოლო პერიოდში იმატა 16-20 წლამდე თვითმკვლელობათა რიცხვმა“, - განაცხადა მჟავანაძემ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ცემა და შეურაცხყოფა ქმრისა და დედამთილისგან: თეთრიწყაროში ქალმა თავის მოკვლა სცადა

სუიციდის გამომწვევი მიზეზებია: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან მომაკვდინებელი დაავადებები, დეპრესია, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები, ახლობელ ადამიანთან განშორება.

„გაეროს მონაცემებით, ქართველი ერი მომაკვდავ ერთა სიაშია შესული. 2050 წლისთვის ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მიგრაცია იმატებს და თვითმკვლელობათა რიცხვის გაზრდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

Prodigy-ს ვოკალისტი კიტ ფლინტი გარდაიცვალა >>

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტმა 2016 წელს საქართველო „მომაკვდავ ერთა“ და „გაქრობის პირას მყოფ ენათა“ სიაში შეიყვანა. ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, ეთნიკური ქართველების რაოდენობა კი - ორჯერ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს

ბოლო საბჭოთა აღწერის მონაცემებით, 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა 5,4 მილიონს შეადგენდა. 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონამდე შემცირდა.

მჟავანაძე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ტერორს სოციალური ქსელის მეშვეობით.

ასე მაგალითად, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 6 ივნისს 19 წლის გოგონამ ორი თვის წინ ავარიაში დაღუპული 26 წლის შეყვარებულის საფლავთან თავი მოიკლა. დაუდასტურებელი მონაცემებით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გოგონამ საერთო სასაუბროში გარდაცვლილის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა. მეგობრები დაცინვით მოიხსენიებდნენ მას და წერდნენ, რომ გოგონა აღარ გლოვობდა შეყვარებულის დაკარგვას. მეტიც, ერთ-ერთი სარკაზმით წერდა, რომ გოგონა დარდისგან მოკვდებოდა.

,,ვერ გაუძლო ამ ტკივილს" - ვინ არის გოგო, რომელმაც შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო >>

უფლებადამცველები საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მჟავანაძის სიტყვებით, აუცილებელია ზომების მიღება ქვეყანაში სუიციდის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ყველა ახალი ამბავი
0