ავარია მცხეთის გზაზე: დაშავდა სამი არასრულწლოვანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის გასასვლელთან, მცხეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.

პოლიციის ავტომობილი ავტობანზე - Sputnik საქართველო
გორში ნასვამმა არასრულწლოვანმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავარია მოახდინა

დაშავებულები 17 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ისინი კლინიკაში მრავლობითი დაბეჟილობებით შეიყვანეს. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას განაგრძობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0