ორსული ქალი მინდორში

16 წლის გოგოს ოჯახი მოძალადის უმკაცრესაც დასჯას ითხოვს - კაცის ცოლ-შვილმა სოფელი დატოვა

216
(განახლებულია 15:53 10.06.2019)
ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ოჯახი მისი გაუპატიურებისთვის ბრალდებული 40 წლის ნათესავი მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომელიც აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვის მამაა, რომელიც გოგონას რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ლაგოდეხში 16 წლის გოგოს ოჯახი, რომელიც არსებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, მოძალადის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. არასრულწლოვანმა უკვე მისცა პოლიციას ჩვენება და დეტალურად აღწერა მასზე განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის ფაქტი. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

16 წლის გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცმა სოფელი სამუდამოდ უნდა დატოვოს, რადგან მასთან კონფლიქტი გარდაუვალია. კაცი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, გოგონას ოჯახის წევრების თქმით, აცხადებს, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის სახლ-კარი შვილს და მას დაუთმოს.

ნათესავების ინფორმაციით, მოძალადესთან ცხოვრებაზე უარი განაცხადა მისმა ცოლმა, რომელმაც სახლი დატოვა და შვილებთან ერთად, საკუთარ სოფელში გაემგზავრა.

გოგოს უკვე ესაუბრა სოციალური მუშაკი. მისი თქმით, ის არ აპირებს, რომ ახალშობილი თვითონ გაზარდოს.

ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა >>>

40 წლის მამაკაცი პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის თაობაზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

ლაგოდეხში 16 წლის არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის მამაა.

216
თემები:
შემთხვევები საქართველოში (724)