აგარაში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა

გამოწერა
სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აგარაში მამაკაცმა ცივი იარაღით მეზობელი მამაკაცი მოკლა და ცოლი დაჭრა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა – ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ცოლის მეგობარი მამაკაცია, ხოლო დანაშაულის მოტივი, სავარუდოდ, ეჭვიანობაა.

საქართველოში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა >>>

შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0