შსს: არჩევნებზე მომხდარი ინციდენტების გამო სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა

© The First Channel შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით რამდენიმე ფაქტს სწავლობს.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო უბნებზე 9 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ ლადო კახაძეს გამარჯვება მიულოცა

პირველი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37-ში მდებარე ჭადრაკის სასახლეში გახსნილ N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც მუქარას გულისხმობს.

მეორე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა).

ვინ დაესხა თავს თამარ ჩერგოლეიშვილის და გიორგი ბარამიძის შვილებს >>

აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით რამდენიმე ფაქტს სწავლობს. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება, აცხადებენ უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0