მესტიაში მდინარეში გადავარდნილი მანქანა იპოვეს - ახალგაზრდების ძებნა გრძელდება

გამოწერა
მაშველებმა მდინარე დოლრაში ​ავტომობილი იპოვეს

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მესტიაში ბეჩოს ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, იუწყება პირველი არხი.

მდინარე მულხურა სვანეთში - Sputnik საქართველო
მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა: მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მაშველებმა მდინარე დოლრაში ​ავტომობილი იპოვეს. მაშველები ცდილობენ სპეციალური ტექნიკის საშუალებით მდინარეში ჩასასვლელი გზა გაიყვანონ და მანქანა მდინარიდან ამოიტანონ. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მანქანაში ახალგაზრდების ცხედრები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული არიან ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები.

ღამით 22 და 23 წლის ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი ბეჩოს ხეობიდან მულახის თემში ბრუნდებოდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0