სასწრაფო სამედიცინო დახმარება

ნაძალადევში სასწრაფო დახმარების მანქანა დაგორდა და კედელს შეეჯახა - არიან დაშავებულები

122
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.სასწრაფოს მანქანა სააკაძის მეორე ჩიხში დაგორდა და საცხოვრებელი სახლის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სასწრაფოს მძღოლი და ორი ექიმი დაშავდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი – გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავარიის შედეგად არ დაშავებულან იმ სახლში მყოფი პირები, რომელსაც მანქანა დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

122
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)
მდინარე

ოზურგეთში ექვსი წლის ბავშვი დაიხრჩო

88
(განახლებულია 23:35 30.05.2020)
ბიჭის ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდინარეში ექვსი წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, ბავშვი დილიდან არ ჩანდა და ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღე ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სტანდარტულად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის შემდეგ საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.

88
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)
პოლიციის ლენტი

სისხლიანი გარჩევა თბილისში: პოლიციამ ორი პირი დააკავა

109
თბილისში ქუჩური გარჩევის დროს ბოროტმოქმედებმა ცივი იარაღი და ხელკეტები გამოიყენეს. ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წერეთლის გამზირზე პარასკევს საღამოს ბრალდებულებმა ცივი იარაღით დაჭრეს ერთი პირი, ხოლო მეორეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულების გადარჩენა მოხერხდა: ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულებს 9-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

109
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სამარშრუტო ტაქსი

ამირან გამყრელიძე ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობით უკმაყოფილოა

0
(განახლებულია 08:51 31.05.2020)
ყვითელი მიკროავტობუსების ბევრი მგზავრი არ იცავს წესებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისის სამარშრუტო ტაქსებში ცუდადაა დაცული უსაფრთხოების ზომები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესდა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა >>

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 29 ივნისს ამუშავდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პირბადის ტარება.

ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, ეპიდემიოლოგების აზრით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ღია უნდა იყოს ფანჯრები.

მუშაობა განაახლა ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, სადაც ვრცელდება იგივე წესები და, ამასთან, მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა იკრძალება.

„გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, პატიოსნად იცავდნენ წესებს. თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

ხანგრძლივი კამათის შემდეგ ხელისუფლებამ ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მგზავრებმა მკაცრი წესები უნდა დაიცვან.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში