თავსხმა წვიმა და ქარი თბილისში - საგანგებო სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ღამეს თბილისში ზოგიერთ სახლში პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შემოვიდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გამოიწვია გზის ჩახერგვა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ძლიერი წვიმა იყო შიდა ქართლშიც.

© video : Irakli Oragvelidze / FB ჭექაქუხილი თბილისის ცაზე
თავსხმა წვიმა და ქარი თბილისში - საგანგებო სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა - Sputnik საქართველო
ჭექაქუხილი თბილისის ცაზე

„რეგიონის მასშტაბით სულ 25 შეტყობინება შემოვიდა. ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ეზოები. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოშალა ქვიშა. შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ უწყებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0