ხე-ტყის უკანონო ჭრით სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ლიდერობს

© Sputnik / STRINGERსამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 131 ფაქტი დაფიქსირდა

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

სამცხე-ჯავახეთი 23
სამეგრელო-ზემო სვანეთი 19
კახეთი 18
იმერეთი 16
აჭარა 15
ქვემო ქართლი 13
მცხეთა-მთიანეთი 11
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი 8
შიდა ქართლი 6
გურია  2

 

საერთო ჯამში, ამოღებულია 9,7 ათასი კუბური მეტრი ხის მასალა.

2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეურიგებელი იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტყეს ჭრის ან მფარველობს ამ დანაშაულს.

ვისტერია ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მეყვავილეობაში. მწვანე ლიანებზე მრავალი ცისფერი, ალისფერი, თეთრი და ვარდისფერი სურნელოვანი ყვავილების დანახვისას, რთულია იმის გააზრება, რომ ვისტერია ლობიოს და ბარდის უახლოესი ნათესავია - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და საოცარი ხეები

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ტყეები დასავლეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ბატონობს ფოთლოვანი ხეები - მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვა. ამ ხეების ჩრდილში იზრდება როდოდენდრონი, წყავი, ბზა, კოლხური ბაძგი, კავკასიური მოცვი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0