ხელბორკილები

პირველი არხის ოპერატორს ლილოს ბაზრობაზე ხანძრის დროს კამერა მოჰპარეს

156
(განახლებულია 14:57 07.06.2019)
ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. პოლიციამ პირველი არხის ვიდეოკამერის ქურდობაში ბრალდებული თბილისში დააკავა, ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა, როდესაც პირველი არხის გადამღები ჯგუფი ლილოს ბაზრობაზე ხანძარს იღებდა.

დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხანძარი ე. წ. ჩინური ბაზრობის ტერიტორიაზე, ფეხსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს დაიწვა გასაყიდად გამზადებული საქონელი. დაახლოებით 8-10 ათასი კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული საწყობები და სავაჭრო ფართები.

156
თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)