სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელი დაადგინა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირების დროს დაიღუპა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს სისხლიან გარჩევაში მონაწილე გ.ჯ. დავით სარალიძის წინასწარ განზრახვით ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

საუბარია ორი მოსწავლის – დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

დღეს სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში. რაც შეეხება ასევე არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების სარჩელი არ დააკმაყოფილა და ის სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
ისევ დანების ტრიალი 51-ე სკოლაში: „ბოლო ზარზე“ მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადაწყვეტილების საფუძველზე გ.ჯ., როგორც იცით, მკვლელობის მცდელობის ნაწილში იყო დამნაშავე და ახლა ის დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, რომელიც წელიწადნახევარი ელოდებოდა განაჩენის გამოტანას, სამართლიანობამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიმარჯვა და ის ბრძოლას გააგრძელებს.

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად. ბრძოლა გრძელდება, ეს არის სამართლის ნაწილობრივ აღდგენა, თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრაგედიის ისტორია

საქმეში ფიგურირებდა ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მკვლელის ვინაობა აქამდე უცნობი იყო.

განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა – ბრალდების მხარემ, რომელიც სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მკვლელობაში ბრალდებულად აღიარებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულები უდანაშაულო არიან.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. 

იმ პერიოდიდან დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები.

გახარია: სარალიძის შვილის მკვლელი დაისჯება>>

დავით სარალიძის მამის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ პროკურატურა თვეების განმავლობაში მის განცხადებას უგულებელყოფდა.

საპროტესტო აქცია რაღაც დროით შეწყდა, ვიდრე საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა – ვერ მოახერხეს საქმის მასალების შესწავლასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, ზაზა სარალიძე კვლავ ქუჩაში გამოვიდა.

ზაზა სალარიძე საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს>>

აჟიოტაჟის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ. და კიდევ ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ასევე იყო სისხლიანი გარჩევის მონაწილე.

დავით სარალიძის მამა თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას აგრძელებს და თავისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0