მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

საუბარია ორი მოსწავლის – დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა >>

საქმეში ფიგურირებს ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ხორავას ქუჩის საქმე: ერთი მოზარდი დამნაშავედ ცნეს

განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა – ბრალდების მხარემ, რომელიც სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მკვლელობაში ბრალდებულად აღიარებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულები უდანაშაულო არიან.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე - ერთი არასრულწლოვანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

იმ პერიოდიდან დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები.

დავით სარალიძის მამის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ პროკურატურა თვეების განმავლობაში მის განცხადებას უგულებელყოფდა.

საპროტესტო აქცია რაღაც დროით შეწყდა, ვიდრე საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა – ვერ მოახერხეს საქმის მასალების შესწავლასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, ზაზა სარალიძე კვლავ ქუჩაში გამოვიდა.

აჟიოტაჟის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ. და კიდევ ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ასევე იყო სისხლიანი გარჩევის მონაწილე.

დავით სარალიძის მამა თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას აგრძელებს და თავისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს. გაგრძელდება თუ არა მისი პროტესტი, ცნობილი ორშაბათს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0