სპეცოპერაცია პანკისში - საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის საკითხი ჩააგდო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა გეგმავს, საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ჩააგდო ოპოზიციის ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის საქმე უნდა გამოეძიებინა.

იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა >>

კომისიის შექმნას სამის წინააღმდეგ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა აუცილებელი იყო, სულ მცირე 50 ხმა.

მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ 2017 წლის 26 დეკემბერს ტერორისტ აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ სპეცრაზმმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ ეჭვმიტანილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

Малхаз Мачаликашвили - Sputnik საქართველო
დააკავებენ თუ არა მაჩალიკაშვილს: საზოგადოების რეაქცია სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით

თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ახალგაზრდას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნიდა, მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთის კლინიკაში გადაყვანამდე - 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ეჭირა. მეტიც, მათი მტკიცებით, ახალგაზრდას ტერორისტებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

მოგვიანებით ტერორისტებისთვის დახმარების აღმოჩენაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა რუსლან ალდამოვმა თავის ადვოკატს განუცხადა, რომ მაჩალიკაშვილს, შესაძლოა, შეცდომით ესროლეს, რადგან ის ალდამოვი ეგონათ. ეს აზრი ალდამოვს მაშინ გაუჩნდა, როდესაც სპეცრაზმმა მას სახელი დაკავების შემდეგ ჰკითხა.

ტერორისტებთან თემირლანის კავშირის მტკიცებულების სახით სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც იგი შოიაპ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლთახმადოვთან ერთადაა გადაღებული. პირველი 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციამდე დააკავეს, სოლთახმადოვი კი სპეცოპერაციის დროს დახოცილთა შორის აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, აჰმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. სპეცოპერაცია თითქმის ერთი დღე-ღამე - 21-დან 22 ნოემბრამდე გაგრძელდა, ვინაიდან ტერორიზმში ბრალდებულები საცხოვრებელი სახლის ბინაში ჩაიკეტნენ და თავს სროლით იცავდნენ.

მეორე სპეცოპერაცია ტერორისტების დახმარებაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ერთი თვის შემდეგ ჩატარდა.

ახალი გამოძიება

მაჩალიკაშვილის დაღუპვიდან მალევე, 2017 წლის იანვარში, პროკურატურამ მისი სასიკვდილოდ დაჭრის გარემოებების გამოძიება დაიწყო. გამოძიება გრძელდება, თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კი მსროლელი სპეცრაზმელისა და მისი ხელმძღვანელების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

სოსო გოგაშვილი: „მაჩალიკაშვილს რომ რამე დაუშავდეს, მე ვიქნები ეჭვმიტანილი" >>

„მე მქონდა უკანასკნელი იმედი, რომ შექმნიდნენ ამ კომისიას და გაარკვევდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ ასე ჩათვალეს, რომ ვითომ გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტის მიერ გამოსაძიებელი არაფერია. გამოძიება წელიწად-ნახევარია უკვე მიმდინარეობს. ეს მიგვანიშნებს, რომ საქმეს აჭიანურებენ, რომ როგორმე ეს ბინძური ტყავი მიიტანონ 2020 წლის არჩევნებამდე და თემირლანის საქმეზე რეალობა არ გაირკვეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ლარი - Sputnik საქართველო
როდის დაუბრუნებს სუს–ი მაჩალიკაშვილის ოჯახს თანხას?

როგორც მან აღნიშნა, აპირებს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს.

„რაც შეეხება ჩემს მომდევნო ნაბიჯებს, მომდევნო ეტაპი - სტრასბურგის სასამართლო, აქციები და ჩემს ხალხთან ერთად პროტესტია. ახლა ევროპაშიც მუშაობს ჩეჩნური დიასპორა და ქართული დიასპორა და ეს მიიღებს ისეთ ხასიათს, რომ მეტიც არ შეიძლება, აუცილებლად იქნება აქციები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცოტა ხნით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

„ჩვენ სამართალდამცავი ორგანოების პასუხს უნდა დაველოდოთ. თუმცა განვიხილეთ ეს საკითხი სხვადასხვა ფორმატში და გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო ინფორმაცია და, ვფიქრობ, სურათი ნათელია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0