საქართველოს სანაპირო დაცვამ მალტის დროშით მცურავი ტანკერი დააკავა

© photo: press-service of Ministry of Internal Affairs of Georgiaმალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი MARVEA
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი MARVEA - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტანკერის კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი MARVEA დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, MARVEA-ს კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ  მიეცა.

ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0