თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში 33 წლის სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

128
(განახლებულია 15:08 16.05.2019)
საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს, სანადირო თოფი აღმოაჩინეს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა 33 წლის სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძის ოჯახს, რომელიც საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბინაში ნაპოვნია სანადირო თოფი, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჩხაიძე ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადაში კონტრაქტით მსახურობდა.

გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

128
თემები:
შემთხვევები საქართველოში (638)