თაღლითური სქემა მცხეთაში: როგორ მიიტაცეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწები

გამოწერა
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისგებაში რვა პირი მიეცა, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს ყალბი ხელშეკრულებით მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები.

ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში სახელმწიფოს კუთვნილი 37 877 ლარის ღირებულების 2 265 კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

მეორე შემთხვევაში კი ბრალდებულმა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში 133 965 ლარის ღირებულების 6 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაირეგისტრირა.

გამოძიების პროცესში ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ სახელმწიფოს დაუბრუნდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0