თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ოთხი წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას" ფორმით საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოხტა, დამაკმაყოფილებელია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა გლდანში 8 მაისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს შემთხვევის დროს „სპაიდერმენის" ფორმა ეცვა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ 4 წლის ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯერ მეზობლის ხეივანზე, შემდეგ კი მიწაზე დაეცა.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, იაშვილის კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.