დაკავება

ნარკოტიკების გასაღების დანაშაულებრივი სქემა-რუსეთის მოქალაქეს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

114
(განახლებულია 11:58 14.05.2019)
პოლიციამ სხვადასხვა სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღო 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პოლიციამ საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანისა და წინასწარი შეთანხმებით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბნებში კონკრეტულ ადგილზე ათავსებდა, ამ ადგილებს ფოტოებს უღებდა და შესაბამისი კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორს უგზავნიდა.

დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას,  ასევე 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

დამნაშავეს 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

114
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (58)