ყვარელში 11 თვის ჩვილი სავარაუდოდ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

გამოწერა
ქათმის ხორცი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ჩვილი სავარაუდოდ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

ბავშვის მამის, ზურაბ გამყრელიძის განცხადებით, მან მაღაზიაში ერთ-ერთი ფირმის ქათამი შეიძინა, რომლისგანაც მისმა მეუღლემ წვნიანი მოამზადა. ჩვილს წვნიანი აჭამეს, მათმა სამი წლის გოგონამ კი, ქათმის ხორცის მხოლოდ მცირე ნაწილი შეჭამა.

ძროხა - Sputnik საქართველო
ძროხების მასობრივი დახოცვა მარნეულში: რა შეემთხვა პირუტყვს

„სამი წლის გოგონაც მყავს. ხორცის ნაწილი შეჭამა, რადგან თან ძაღლს ეთამაშებოდა და ნაწილს ძაღლს უყრიდა. ჩემს ბიჭს როგორც კი წვნიანი აჭამა დედამისმა, მაშინვე კრუნჩხვებში ჩავარდა. საავადმყოფოშიც რომ ყოფილიყო და იქ ეჭამა, ექიმები მაშინაც ვერ გადაარჩენდნენ, იმდენად სწრაფად იმოქმედა შხამმა“, – აცხადებს ზურა გამყრელიძე.

სავარაუდოდ, ქათმის ხორცით მოიწამლნენ ჩვილის მშობლებიც. ისინი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ყვარლის ჰოსპიტლის პედიატრის, თინათინ რუსიაშვილის განცხადებით, ჩვილი საავადმყოფოში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში გადაიყვანეს და რეანიმაციული დახმარების მიუხედავად, ორ საათში გარდაიცვალა.

როგორ შევარჩიოთ კვერცხი და ხორცი სააღდგომოდ: სპეციალისტები გვაფრთხილებენ >>

ქათმის ხორცი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0